რა ქონებას ფლობს პუტინის ყოფილი ცოლი–ნავალნის გუნდის ახალი გამოძიება

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებმა ხუთშაბათს გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ ცოლს და მის ამჟამინდელ ქმარს ეხება. გამოძიებაში საუბარია მათ ბიზნესზე და საზღვარგარეთულ უძრავ ქონებაზე.

რამდენიმე ფაქტი გამოძიებიდან:

ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ლუდმილა პუტინა კურირებდა სპეციალურად მისთვის შექმნილ “რუსული ენის განვითარების“ ცენტრს. ეს ახალი ამბავი არ არის – მასზე, როგორც ცენტრის ხელმძღვანელზე “ნოვაია გაზეტაც“ კი  წერდა. 2009 წელს ფონდის სახელი შეიცვალა და გაჩნდა ფონდი “  ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრი”. 2013 წლის ივნისში პუტინები განქორწინდნენ.

ფონდს არტურ ოჩერეტნი ხელმძღვანელობს. მედია წერდა, რომ ეს პუტინის ყოფილი ცოლის ახალი ქმარია. ლუდმილა პუტინა გათხოვების შემდეგ 2015 წელს მის გვარზე გადავიდა. ამის შესახებ მონაცემები ვიკიპედიაშიც კი იძებნება.

მოსკოვის მერიამ და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველომ ფონდს საკუთრებაში გადასცა კრემლის გვერდით, ვოზდვიჟენკას ქუჩაზე მდებარე 1774 წელს აშენებული ისტორიული შენობა. ახალმა მესაკუთრეებმა მას ორი სართული დააშენეს, რასაც ქალაქის დამცველთა პროტესტო მოჰყვა. ეს ამბავიც არ არის სიახლე.

ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრმა ამ ისტორიულ შენობაში ყველა ფართო კომერციულ ფირმა მერიდიანს მიაქირავა, რომელიც ლუდმილა პუტინა–ოჩერეტნაიას ეკუთვნის – წერენ ნავალნის თანამებრძოლები. არც ეს არის სიახლე. 2017 წელს საგენტო როიტერი წერდა, რომ არენდის ფულს “მერიდიანი“ იღებდა, რომელიც 99%–ით ეკუთნოდა ინტერიერსერვისს, რომლის მფლობელი რეესტრის მონაცემებით ლუდმილა ალექსანდრეს ასული შკრებნევა იყო. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილობის სრული სახელი და გვარი.

არენდიდან შემოსავალი მაშინ როიტერმა წელიწადში 3 მილიონ დოლარად შეაფასა, ნავალნის თანაგუნდელებმა კი ამჟამინდელი შემოსავალი 250 მილიონ რუბლად წელიწადში, რაც დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. არენდატორები არიან ვითიბი ბანკი, სბერბანკი, ბურგერ კინგი, აფთიაქი, კოლექტორული სააგენტო – ამბობენ ნავალნის გუნდის წევრები.

ისინი ამტკიცებენ, რომ დაადგინეს პუტინის ყოფილი ცოლის ხელფასი ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრში: მათი თქმით, 2020 წლის ოქტომბრამდე ის საკუთარ თავს თვეში 1 მილიონ რუბლს უხდიდა, 2020 წლის ოქტომბრიდან კი 2 მილიონ რუბლს.

გამოძიების ერთ–ერთი მთავარი მტკიცებაა ის, რომ პუტინის ყოფილი ცოლის და მისი ამჟამინდელი ქმრის სტრუქტურა დაფინანსებას იღებს მოსკოვის მერიიდან, გაზპრომბანკიდან და სევერსტალიდან. თითქოსდა მათ მიერ მოძიებული საბანკო გადარიცხვების მიხედვით გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციის სამი უმსხვილესი სპონსორი ეს სამი იურიდიული პირია.

3 წლის მანძილზე მოსკოვის მერიამ ცენტრს 175 მილიონი რუბლი ჩაურიცხა, გაზპრომბანკმა 140 მილიონი, სევერსტალმა კი 100 მილიონი რუბლი.  ეს ორგანიზაციები ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამძიებაში საუბარია, რომ ოჩერეტნების ოჯახმა ბინები და სახლი იყიდეს საფრანგეთის სამხრეთით, შვეიცარიაში და ესპანეთში. მათი საერთო ღირებულება გამომძიებლების შეფასებით 600 მილიონი რუბლია.

ისინი ამტკიცებენ, რომ პუტინის ყოფილი ცოლი და მისი ქმარი ფლობენ ვილას ფრანგულ ბიარიცში, რომელშიც 5.3 მილიონი ევრო გადაიხადეს. ჯერ კიდევ 2017 წელს ამ ვილის შესახებ კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი წერდა, რომლის დამფუძნებლები წელს რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა. ორგანიზაციამ ვილის ღირებულება 7 მილიონ ევროდ შეაფასა. ამავე სანაპიროზე დაფუძნდა კატერინა ტიხონოვა, რომელსაც პუტინის შვილს უწოდებენ.

ესპანურ მალაგაში პუტინის ყოფილ ცოლს გამოძიების ავტორებმა 2 ბინა აღმოუჩინეს. პირველი ჯერ კიდევ 2011 წელს იყიდა, როცა პუტინის ცოლი იყო. მეორე თითქოსდა  2014 წელს – პუტინთან განქოროწინების შემდეგ შეიძინა.

ლუდმილა ოჩერეტნაია და მისი ქმარი არ არიან ჩართული ევროკავშირის სასანქციო სიაში, თუმცა მაისში ბრიტანეთმა ლუდმილა ოჩერეტნაიას წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

კიდევ ერთი დეტალი – ნავალნის თანამებრძოლები ამტკიცებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლის ანონიმური ბლოგი აღმოაჩინეს ერთ–ერთ ჟურნალში, რომელსაც თითქოსდა გამოგონილი სახელით (llenaa)  აწარმოებდა.

ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდნენ – დავითაშვილი

"საბოლოოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის, და სწორი შედეგის მიღებისთვის დააკმაყოფილა...

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები...

უკრაინა და შეერთებული შტატები იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ – ზელენსკი

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის...

შოკირებული ვიყავი სებ-ის გადაწყვეტილებით – პეტრას აუსტრევიჩიუსი

"ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და...

ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა...

ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების...

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა – მდინარაძე ოპოზიციაზე

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ...

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...