რა შემთხვევაშია შესაძლებელი კომპრომისის მიღწევა – მდინარაძის განმარტება

უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმი, თუკი მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ოპოზიცია პოზიტიური გაგებით წითელ ხაზს გადაკვეთს და ულტიმატუმებს მოხსნის დღის წესრიგიდან, მმართველი პარტიის მხრიდან იქნება შემხვედრი წინადადებები.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი უკვე იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი, ყველასთვის ცხადია ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი. ვფიქრობ, რომ ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ იმისთვის, რათა თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან და ბოლოს და ბოლოს პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩეველს, რომლებმაც დაავალეს, რომ მათ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა.

როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ, ამ შემთხვევაში, პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში, უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ბევრ თემას შეეხო და ყველა მათგანზე შესაძლებელია საუბარი, გარდა ქართველი ამომრჩევლის ნებისა და გადაწყვეტილების გადახედვისა.

„მე ვიმედოვნებ, მწამს და მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაიდება ისეთი წინადადები, რომელზეც იქნება შესაძლებელი მსჯელობაც და გადაწყვეტილების მიღებაც,“- განაცხადა მდინარაძემ.

მის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებებს პრეზიდენტი არ დასწრებია

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, ანუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, მას...

6 საკითხი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მიშელის შუამავლობით განიხილავს

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შარლ...

დიალოგი გაგრძელდება, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მხარეებს კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდათ. მისი...

ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური...

“სიაში არ ვარ” – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ორბელიანების სასახლეში არ შეუშვეს

გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით,...

ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ კრის სოჩა ნაციონალური მოძრაობის ლობისტია

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი,...

მოლაპარაკებები იწყება ახლა, ვერსალის ზავი იქნება – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია იგივე გზავნილებს გააჟღერებს, რაც...

პლებისციტი არის მიუღებელი, გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა – ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე მივიდა. მისი თქმით, მისთვის პლებისციტი მიუღებელია. "აუცილებლად...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო