რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად შესაძლებელია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა.
“დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით და ვთავაზობთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა შესაძლებელია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად. მითუმეტეს, რომ ამ პარაფირებისა და დეტალების განხილვის დროს, ხელშეკრულების მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური ნიუანსებისა და დეტალების განხილვა”, – განაცხადა მედინსკიმ.
არახამიას ცნობით, უკვე საკმარისი მასალა არსებობს პუტინისა და ზელენსკის შესახვედრად.