რეგისტრაციის შეჩერების მუქარა არის პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა – ბოკერია

“რეგისტრაციის შეჩერების მუქარა არის პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა” – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესს ხელს „ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია უშლის“. ბოკერია ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს.

„მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია, რომელიც ჯერჯერობით არ არის შეგუებული იმას, რომ ვადამდელი ნორმალური არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებით არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელიც თავად შექმნეს ივანიშვილმა და თავისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვამ. როგორც კი გონს მოვლენ, რომ ამისაკენ სვლა უნდა დავიწყოთ, ეს იქნება რეალური ბიძგი.ბატონი ჰარცელის შეფასებასა და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ვიზიარებ, რადგან რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად, რომ არ მოგვწონს პოლიტიკურ ოპონენტის საქციელი, ეს არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა. ამ შეშფოთებას რა თქმა უნდა, ვეთანხმები,“ – განაცხადა ბოკერიამ.