“ვერავითარი, რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ იქნება”- ამის შესახებ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა, გადაცემა კვირის პოსტში განაცხადა.
“ვერავითარი რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ იქნება. ერთადერთი მათი შანსი, პარლამენტის ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არის ქუჩა. ქუჩა, რომელიც არსად არ მიდის. ეს რეალურად ქუჩა კი არა, ჩიხია”, – განაცხადა წულუკიანმა გადაცემა კვირის პოსტში.