“საჯარო მოხელეები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წინ, მისი ისტორიული მიზნებისკენ, ხალხი მიჰყავს კეთილდღეობისკენ, ამიტომ არ შეიძლება არცერთი ხელისუფლების პირობებში ისინი ისჯებოდნენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მათ აქვთ სრული უფლება, რომ გამოხატონ შეხედულებები ნებისმიერი ფორმით, როგორსაც აირჩევენ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რეპრესიები, რომლებიც ახლა მოუწყვეს საჯარო მოხელეებს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად და მათთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები, მაგალითად კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გადავუხადოთ, აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს და იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო მოხელეები უნდა მუშაობდნენ პროფესიონალურად, კიდევ უფრო მაღალი ხელფასით“
განაცხადა ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ექსპო ჯორჯიაში“ ღონისძიების დასრულების შემდეგ.