თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11 პატიმრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სხდომა ნაწილობრივ დახურა.
ვითარება დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც შვანგირაძემ ერთ-ერთ ბრალდებულ ჯანო არჩაიას დარბაზი დაატოვებინა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხვა რეჟიმის პატიმრებმა არჩაიას სოლიდარობა გამოუცხადეს და პროკურორებს მიმართეს რის შემდეგაც პროცესი ხმაურით გაგრძელდა და მოსამართლემ ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლოს ეზოში საპოლიციო ძალების მობილიზებაა.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა და დამსწრე მოქალაქეებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. სხდომაზე დარჩენის უფლება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს მიეცათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 11 პატიმრის საქმე განიხილება. აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.