კლინიკა სრულად გადადის,„ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესზე – რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას დროებით აჩერებს

რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესს წყვეტს. ამის შესახებ, კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკა მთლიანად გადადის “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესზე, ხოლო  როდესაც „ფაიზერის“ ვაქცინა დამთავრდება, ვაქცინაცია კვლავ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება.

„კლინიკა სამშაბათიდან სრულად გადადის „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესზე. ამ პერიოდში შეწყდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია და როგორც კი დამთავრდება „ფაიზერი“, რადგან ის შეზღუდულია, ამის შემდეგ, ვაქცინაცია კვლავ „ასტრაზენეკათი“ გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.