რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას, “მთავარი არხი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს და რეანიმაციაში 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 20 წლის ბიჭის გარდაცვალებას ადასტურებენ თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.