რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია,გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია -გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შემდეგ სკოლები.

„რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება არსებობს, რომ არის საკმაოდ მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება. ახლა რაც შეეხება რესტორნების გახსნას, როგორც იცით, აქ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე და პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აუცილებელი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ ამას ეტაპობრივად მოყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა. ასეც არის დაგეგმილი.

როდესაც ცნობილია რისკის დონე, ექსპერიმენტირება არის სრულიად დაუშვებელი. ეტაპობრივად თანმიმდევრული და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომები არის ის, რასაც ჩვენ გახსნის პროცესში ვიყენებთ. გახსნა უნდა იყოს მდგრადი. ის, რომ დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს. თითოეული 100 ინფიცირებულიდან ერთი არის ლეტალური გამოსავალი, ამდენად ასეთი ტიპის დაშვებები აბსოლუტურად დაუშვებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მიმდინარეობს დისკუსიები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე – კრის სოჩა

"აშშ-მ, შესაძლოა, ივანიშვილს სანქციები დაუწესოს"- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა...

საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს დუმილს ხშირად მიმართოს

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ დუმილს ხშირად...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს. "მეგობრებო,...

მეგობარო, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, მაინც არაფერი გამოგდის – ზარქუა ნიკა მელიას

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მეგობარს უწოდებს და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს. "მინდა მივმართო ნიკანორ...

ზუგდიდში პოლიციის საპასუხო სროლის შემდეგ ბრალდებული უგონოდ ნახეს – ის გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის...

საშველად შემოთვლას თავი დაანებეთ, ფარჩაკებო, მოგენატრებათ გუნდაობა – სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე და მის ოჯახის წევრებზე მოძალადეებს მოუწოდებს, თხოვნის შემოთვლას თავი დაანებონ. "საშველად...

ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად ნიკა მელიას...

სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ რომ იქ თვითონ არიან – ერეკლე...

" ხალხი რომელიც დღემდე საბჭოთა ისტორიაში იქექება, სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო