BBC-ს ინფორმაციით, რვა ერის ტურნირზე იაპონიის რაგბის ნაკრების ნაცვლად საქართველოს რაგბის ნაკრები ითამაშებს.
იაპონიამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი კორონავირუსის პანდემიის გამო განაცხადა.
საქართველო ჯგუფში შოტლანდიასთან, იტალიასთან და საფრანგეთთან ერთად იქნება. მეორე ჯგუფში კი შესაბამისად ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ.
ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
თავდაპირველად შოტლანდიას საქართველოსთან გამახურებელი თამაში 24 ოქტომბერს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ახლა მას სხვა მეტოქის მოძებნა მოუწევს, ხოლო საქართველოს უკვე ტურნირის ფარგლებში შეხვდება.