რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია, ვერ დავთმობთ გამარჯვებას – კობახიძე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.

“ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია იმ პირობებში როდესაც საქართველოში შედგა არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თავისუფალი და კონკურენტული. ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული”,– თქვა კობახიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნებამ გამარჯვებას ვერ დათმობს, რადგან ეს მილიონი ადამიანის გამარჯვებაა.

“ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ”, არ ეკუთვნის მხოლოდ ჩვენს პარტიას, ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს, რომელიც გამოცხადდა საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და მის მიერ აღებულ კურსს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ვერ დავთმობთ მილიონი ადამიანის გამარჯვებას”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პარტიები ხელახალი არჩევნებს ჩატარებას ითხოვენ.

უგულავამ და სააკაშვილმა პლებისციტზე ისაუბრეს – რაზე შეთანხმდნენ ისინი

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა და შეჯერდნენ, რომ ახლა...

მოლდოვამ COVAX-ისგან AstraZeneca-ს 14 400 დოზა ვაქცინა მიიღო

მოლდოვამ გუშინ, 4 მარტს კოვაქს პლატფორმიდან AstraZeneca-ს 14 400 დოზა ვაქცინა მიიღო. მოლდოვა პირველი...

მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციას რამდენიმე დღეში ველოდებით – მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას კომპრომისული წინადადებებით მოლაპარაკებების მაგიდასთან...

სანქციები, რაზეც რადიკალური ოპოზიცია ოცნებობს, არ იქნება – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ "სანქციები არ იქნება". "სანქციებს, რეზოლუციებს რასაც თქვენ...

ძალიან კარგად ასრულებს მოვალეობას – კაჭარავა გომელაურზე

ქართული ოცნების დეპუტატი დავით კაჭარავა ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოვალეობას კარგად...

სააკაშვილს დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით,  საკააშვილოს გარდა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან რიტორიკა...

როდესაც ჩვენი გუნდის მინისტრები მოდიან, მწვავე კითხვების დასმას არ ვერიდებით – ზარქუა

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ პარლამენტში მისულ მინისტრებს მმართველი გუნდის წევრები მწვავე კითხვებს...

იტალიამ AstraZeneca-ს 250 ათასი დოზა ვაქცინის ავსტრალიაში შეტანა დაბლოკა

იტალიამ AstraZeneca-ს 250 ათასი დოზა ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი დაბლოკა. იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ექსპორტის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო