ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინაციის დაგვიანება ვაქცინების დეფიციტის ბრალია, თუმცა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ირწმუნება, რომ საქართველო პრეპარატს აუცილებლად მიიღებს
ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს. დაიჯერეთ, შეიძლება მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს – ამბობს ცერცვაძე
მისივე თქმით, საქართველო ვაქცინაციის წლიურ გეგმასაც შეასრულებს.
“როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.