როგორც თქვენი ყოფილი უმაღლესი სარდალი მოვითხოვ შეწყვიტოთ შიმშილობა – სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს მიმართავს

“როგორც თქვენი ყოფილი უმაღლესი სარდალი მოვითხოვ შეწყვიტოთ შიმშილობა”- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ იმ სამხედროებს მიმართავს რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს ყოფილ პრეზიდენტს და შიმშილობა დაიწყეს. სააკაშვილის მორიგ მიმართვას, ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.

”გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე.”, – ნათქვამია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.