როგორც კუმ გაატანა მორიელი მდინარეს, ისე უნდა გავატანოთ ისტორიას „ოცნება“ – გოცირიძე

როგორც კუმ გაატანა მორიელი მდინარეს, ისე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“, რომელიც დღესაც არ იშლის თავის ზნეს, ძალადობით მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსითა და სხვა ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

„არ იშლის „ქართული ოცნება“ თავის ზნეს, ეს არის ძალადობა, მოსყიდვა, ცემა-ტყეპა. გუშინ საშინლად სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი. იცით ხომ კუ და მორიელი? მორიელი არ იშლის თავის ზნეს, კბენს და კბენს კუს. მაგრამ კუ ეუბნება, მე ჩემი ზნე მაქვსო, წყალში ჩაყვინთავს და გაატანს მორიელს მდინარეს. ასე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“, რომელიც დღესაც არ იშლის თავის ზნეს, ძალადობით მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსითა და სხვა ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მაგრამ მათი უზნეობის მწვერვალი არის კარტოგრაფების საქმე. უდანაშაულო ადამიანების გაწირვა მათი პოლიტიკური მიზნებისათვის. ვერ გათვალა რუსეთმა, ეგონა, რომ კვლავ დადგამდა ისეთ სცენებს, როგორიც იყო „ცოცხების სცენები“ და მრავალი სხვა, მაგრამ მიიღებს ძალიან მძიმე უკუშედეგს, ვინაიდან ეს იყო მორალური შეურაცხყოფა მთელი ერისა. პატიოსანი მეცნიერების გაწირვა მათი საარჩევნო მიზნებისათვის. ასე რომ, ყოველისშემძლე არ არის რუსეთის აგენტურა. რუსეთის ეს აქცია „ქართული ოცნების“ დასახმარებლად მათი აგენტების მიერ ჩატარებული იქნება ერთ-ერთი ფაქტორი „ქართული ოცნების“ დასამარების. ხალხი არის ამ მეცნიერების მხარეზე და ყველამ იცის, რომ ეს უდანაშულო ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით სხედან საპატიმროში“, – აღნიშნა გოცირიძემ.

არჩევნებში მონაწილეობას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. უწყების ცნობით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის...

ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი – კახიშვილი

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კახიშვილის აზრით, ოცნების ხელისუფლება ადამიანების ღირსებას არ შეხებია. "თქვენ...

გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან"...

“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაცია, რომელზეც 10-მა...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა, 381 აჭარაში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. მთავრობის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო