“როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს სახელმწიფო უწყებები აწვდიან ” – სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების მონიტორინგის ყოველკვირეულ შეფასებას აქვეყნებს
“მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომელსაც ფლობენ მხოლოდ სახელმწიფო უწყებები. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაცემა მმართველ პარტიას, რათა მმართველ პარტიას გაუადვილდეს ამომრჩევლების მართვა. მიუხედავად იმისა, რომ მედიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების ხელყოფის არაერთი ფაქტის შესახებ და ჩვენც არაერთხელ მოვუწოდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეესრულებინათ თავიანთი ფუნქციები წინასაარჩევნო პროცესში, ამ დრომდე არ მოგვისმენია არც ერთი უწყებისაგან განმარტება, მათ მიერ განხორციელებული რეაგირების , ჩატარებული შემოწმების და გამოძიების შესახებ – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.