“როგორ გითხრა, არ ჩამოხვიდეთ?” – ზურაბ აბაშიძე რუსეთს „პოზნერის ინციდენტის“ გამო ბოდიშს უხდის [ჩანაწერი]

სოციალურ ქსელში ვრცელდება, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის აუდიო ჩანაწერი, რომელიც  2021 წლის 1 აპრილით თარიღდება. ჩანაწერს იუთუბ არხზე “კიბერ კმარა” აქვეყნებს.

საუბარი ეხება საქართველოში რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის სკანდალური ვიზიტს.

ზურაბ აბაშიძე აუდიოჩანაწერში ცდილობს, რუსეთს მომხდარის გამო  მოუბოდიშოს და ადამიანებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, სააკაშვილის ზონდერებს და ფულით ნაყიდ ნაცისტებს უწოდებს.

  • “ეს საშინელებაა, მე არ შემიძლია გადმოგცე არანაირად, რა გადავიტანე და ასევე ყველა ჩემმა ნაცნობმა და მეგობარმა რა გადაიტანა ამ საათების განმავლობაში.  დღეს, არ ვიცი, შენ ნახე თუ არა, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, სხვებიც, პარლამენტშიც  გამოსვლებია, მინისტრებიც განცხადებებს აკეთებენ .ეს ნაცისტების ჯგუფია, ნამდვილი ნაცისტები არიან.[…] ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს. ამის წინასწარ გამოცნობა, წინასწარგანჭვრეტა, შეუძლებელია. […] ვითარება ასეთია დაძაბულია, მაგრამ აბა როგორ გითხრა, არ ჩამოხვიდეთ, აბა როგორ? რატომ არ უნდა ჩამოხვიდეთ?  უნდა გეშინოდეთ ამ ადამიანების?” – აცხადებს ჩანაწერში აბაშიძე.                                                                                                                                                                      

ცნობისთვის, 2021 წლის 31 მარტს  კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს. აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას.

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...