როგორ მოხვდა კოვიდინფიცირებული ყაზახი სტუმარი საქართველოში კარანტინის გარეშე. ბათუმის რედისონის სტუმარს Covid19 აქვს

საქართველოში, კორონავირუსი ყაზახეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. ის ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სწორედ რამიშვილმა უშუამდგომლა ყაზახ ბიზნესპატრნიორებს ზღვისპირა ქალაქში კარანტინის გერდის ავლით სტუმრობისთვის. ინფიცირებული სტუმარი არც ინფექციურ და არც რესპულიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, უცნობია ისიც, რატომ გადამალეს  ყაზახეთის მოქალაქე და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა.

სასტუმროს ადმინიტრაციაში კოვიდ 19-ის შემთხვევას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ყაზახ სტუმარს მანამდე  გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მასთან ერთად მყოფ სხვა სტუმრებსაც და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია და  ყველა მათგანი ორ კვირიან კარანტინში იმყოფება.

ყაზახეთიდან საპატიო სტუმრებთან აქტიური კომუნიკაციის მიუხედავად, სასტუმროს მფლობელი და  მასპინძელი კარანტინში არ იმყოფება. გიორგი რამიშვილს დღეს “მთავარმა არხმა” საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. ჟურნალისტებს ადგილზე დაცვა და მისი კუთვნილი ავტომანქანა დახვდა, ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენმა  სავალდებულო კარანტინი დაარღვია, სასტუმრო “რედისონის” ადმინისტრაციის თანამშრომრომელმა დაუდასტურა. გიორგი რამიშვილი არც კარანტინშია და საკუთარ სახლში, სტუმრებს აქტიურად იღებს.

ქვეყანაში გავრცელებულ შერჩევით სამართალზე საუბრობენ ოპოზიციაში, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს რიგითი მოქალქეები ვალდებულები არიან ორ კვირიანი კარანტინი გაიარონ, მთავრობასთან დაახლოვებული პირები საკუთარი ნებით მოქმედებენ.

მთავარი არხი ამბობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით საქართველოში შემოსვლაზე და ინფიცირებული პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საგულდაგულოდ გადამალულია.

ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლაზე და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა.

„რადისონის“ სტუმრები ბათუმელებს უყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილია.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ დაადასტურეს. უწყებაში ბათუმელებს უთხრეს, რომ „რადისონის“ ყაზახი სტუმრები მათ არ შეუმოწმებიათ“.

„რადისონის“ მმართველ კომპანიაში კი დაადასტურეს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა.

„კომპანია „სილქ ჰოსფითალითი“ ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ ერთ-ერთი სტუმრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას ეხმიანება. სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ ერთ-ერთ სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით  ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა კოვიდ -19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო „რადისონის“ თანამშრომლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC)  წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები.“ – ასეთია კომპანიის პოზიცია.

ამ დროისთვის ბათუმის რედისონი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

 

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო...

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს. როგორც  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა...

პარლამენტთან და საგარეო უწყებასთან ნამგალი და ურო დახატეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობასთან საბჭოთა კავშირის სიმბოლო, ნამგალი და ურო დახატეს....

8 წელია ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს – უდუმაშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

„ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს...

პატიმრებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება პირველ იანვრამდე შეეზღუდათ

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული...

ქუთაისში კორონავირუსს ეპიდემიოლოგი ემსხვერპლა

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი...

პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებელი მარქსისტული პოპულიზმი – ჭიაბერაშვილი დოლიძის ინიციატივაზე

''პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებელი მარქსისტული პოპულიზმი'' - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ანა დოლიძის ინიციატივას, პარტიების...

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო