ტელეკომპანია “მთავარი არხი” ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ვიდეოკადრებს ავრცელებს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ელექტრობოძს, რის შემდეგაც მას ცეცხლი ეკიდება.
ასურეთში, უბედური შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპნენ, ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და მფრინავები – რამაზ უთურგაური და კრიშტოფ ზაპარტი, პოლონელი მფრინავი.