“რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს ეს არის რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. ვნახოთ თუ რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს,”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ნაჩუქარ მანქანასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს პარტიის არალეგალური დაფინანსებაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.