თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მორიგ დარტყმას ფრენების აღდგენის შემდეგ უნდა ველოდოთ.
მისივე თქმით, პირველი ტალღა მეორეში გადაიზარდოს.
“ჩვენ ის შეზღუდვები, რაც აქამდე გვქონდა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გადავიტანეთ.
შემდეგი რისკის შემცველი ეტაპი არის მაშინ, როდესაც ფრენები აღდგება. ასევე, როდესაც შემოდგომა-ზამთარში აგრილდება დაიწყება და რესპირაციული ინფექციების სეზონი დაიწყება. თუმცა სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, კორონავირუსმა ის კანონზომიერება დაარღვია, რომ ზაფხულში შემცირებულიყო გავრცელების რისკები. თუმცა ეს საქართველოში მართლაც ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენთან შესაძლებელია ე.წ მეორე ტალღა გამოკვეთილად კი არ დადგეს, შესაძლოა უბრალოდ პირველი ტალღა გადაიზარდოს მეორეში,”- აცხადებს ცერცვაძე რუსთავი 2–თან საუბრისას.
მანვე მთავრობის გადაწყვეტილება განამრტა, რომლის მიხედვით, ევროპის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 2–კვირიანი კარანტინის გავლა უწევთ, ტურისტებს კი – არა. ცერცვაძის თქმით, გლობალური საფრთხისას დისკრიმინაციული ზომები აუცილებელია.
“მე ამ საკითხის განხილვაში არ ვმონაწილეობდი, ეს ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იყო მთავრობისათვის. თუმცა ვიტყოდი, რომ როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია.
წარმოიდგინეთ, ჩამოდის ერთი თვითმფრინავით ქართველი და ფრანგი საქართველოში, თუ ქართველები არ გაივლიან კარანტინს, მეტი შანსი აქვს უფრო ფართო სოციალური კავშირი ჰქონდეთ უფრო მეტ ადამიანთან, ვიდრე ჩამოსულ ტურისტს”, – განაცხადა ცერცვაძემ.