როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში – ტიკარაძე თარიღს კვლავ ვერ ასახელებს

როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თარიღს კვლავ ვერ ასახელებს, მიზეზად კი კონტრაქტის პირობებს ასახელებს.

“მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც კონფიდენციალურობისა და გაუთქმელობის ხელშეკრულებას გულისხმობს, არ გვაქვს უფლება დავასახახელო მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მესმის, რომ საზოგადოებას აინტერესებს. იცით, რომ მილიონ დოზაზე მეტი ფაიზერის ვაქცინა შემოვა საქართველოში. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება. იმ მწარმოებლებთან, სადაც ეს კონფიდენციალურობა დაცული არ არის სავალდებულო რომ იყოს, შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა, ნახევარი მილიონი Sinopharm და ნახევარი მილიონი Sinovac უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია”, — აცხადებს ტიკარაძე