კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 07:59

რომელი ერის კაცად დამტოვა, რომელსაც ყველაფერში ატყუებენ? – მამა ათინოგენე მეუფე სტეფანეზე

ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათინოგენე აცხადებს, რომ მიტროპოლიტი პეტრე მატყუარაა.

მისი თქმით, მეუფემ დატოვა იმ ერის კაცად, რომელსაც ყველაფერს ატყუებენ.

“ჩემთვის ის არარაობაა, არსებაა საცოდავი, მატყუარა, ცრუ, რომელთანაც ვინც კიდევ მას გვერდში უდგას და გვერდში დგომას გამოუცხადებს ისინიც საცოდავნი, მატყუარები და არაქრისტიანული სულის მატარებლები არიან.

რაში დამტოვაო, რა მითხრა, ერისკაცად, რომელი ერის კაცად? ერს რომელსაც ყველგან და ყველაფერში ატყუებენ. ერს, რომელსაც მამათმავლობაში ბრალდებული პატრიარქი ჰყავს და ეს გამოძიებული არ არის და ერს, რომელსაც აუკრძალეს ამაზე საუბარი და გამოძიება, ერს, რომელსაც საქვეყნოდ გამოუქვეყნეს ის, თურმე როგორი ეკლესიის წარმომადგენლები გვყოლია ჩვენ და ახლა თავს იმართლებენ, ეს არ არის სიმართლეო”.- ამბობს მამა ათინოგენე რუსთავი 2-თან საუბრისას.

მეუფე სტეფანემ ასევე განკვეთა ნასყიდა ღუდუშაური- ყოფილი ბერდიაკონი პეტრე; ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი; თამაზ სხულუხია -ყოფილი მონაზონი ამბროსი; ბაჩუკი ხელაია -ყოფილი მონაზონი დავითი; ავთანდილ გვილავა -ყოფილი მონაზონი ბასილი.

განკვეთილმა სასულიერო პირებმა კელიები დღის ბოლომდე უნდა დატოვონ და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მათ აეკრძალათ საეკლესიო სამოსის ტარება და კელიაში ცხოვრება.