რომელი პირბადეა ეფექტიანი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის – ზახაშვილის რეკომენდაცია

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე სწორად.

ზახაშვილი განმარტებით, “ყველაზე უფრო ეფექტიანი არის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ორშრიანი ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც”.

“რაც უფრო მეტშრიანია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ შეაკავებს ის ვირუსს უფრო მაღალია. ნიღაბი ზოგს უკეთია მაგრამ ფორმალურად, ეფექტსმოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის მორგებული სახეზე და არ იცავს ცხვირს და პირს ერთიანად.

მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება ვირუსის პრევენციის გარანტია, ამას თან უნდა ახლდეს, რამდენიმე სწორი ქმედება, რისკის სწორად შეფასება თუ სად იმყოფებით, ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სამედიცინო პირბადის გამოყენების დროს მუქი ფერი იყოს გარეთა მხარეს, ხოლო ღია ფერის – შიგნით.

ზახაშვილი აღნიშნავს, რომ სამედიცინო პირბადის გარეცხვა, გაუთოვება და მეორედ გამოყენება დაუშვებელია.

“არასწორია წარმოდგენა, რომ სამედიცინო ნიღაბი ჯანმრთელ ადამიანებს უკუღმა უნდა გეკეთოთ, ანუ ღია ფერი გარეთ და მუქი ფერი შიგნით. სამედიცინო ნიღაბი, რომელიც ორფერინია, მუქი ფერი გარეთ უნდა იყოს, ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო ღია ფერის შიგნით, რადგან ის არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცნილ წვეთებს შეაკავებს.

სამედიცინო ნიღაბი არის ერთჯერადი, რომელიც არ ექვემდებარება გარეცხვასგაუთოვებას და ხელმეორედ გამოყენებას. რაც შეეხება მოხმარების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, სანამ ეს ნიღაბი არ დაინესტება. მუდმივი გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია”, – აცხადებს ზახაშვილი.

100-დან 10 რესტორანი თუ გაიხსნება, უნდა გაგვიხარდეს – გასტრონომთა ასოციაციის ხელმძღვანელი

''თუ 100-დან 10 რესტორანი მაინც გაიხსნება ხელახლა, ეს იქნება ტაშის დასაკვრელი, უნდა გაგვიხარდეს. "-...

ხო ააყვავეს ქვეყანა, ახლა წამოწვებიან და ჩუსტებით იტანტალებენ – ელისაშვილი მთავრობაზე

"ხო ააყვავეს ქვეყანა, ახლა წამოწვებიან და ჩუსტებით იტანტალებენ "-  ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში,...

ხმების დაკლების გამო რომ არ მივიღოთ დაფინანსება, არალოგიკურია – ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხმების დაკლების გამო პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის...

ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების აღება ნონსენსია – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების აღება...

ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარი იქნება – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფომ პირველი ხარისხის ფქვილზე ფასი...

ჩვენთან საველე ჰოსპიტლის ანალოგი გახლავთ კოვიდსასტუმრო – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კოვიდსასტუმროებია. გაბუნიას ინფორმაციით,...

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე რჩება

თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ...

მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია – ცქიტიშვილი შობის ღამის გამონაკლისზე

მთავრობის მიერ დაწესებული შობის ღამეს, 6-7 იანვარს იხსნება, როცა დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ვიცეპრემიერის მაია...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო