ცნობილია იმ 5 ოპოზიციონერი დეპუტატის ვინაობა, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს კენჭისყრაზე ხმა ხელისუფლების სასარგებლოდ მისცა. ესენი არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
ხუთივე მათგანი პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” პარტიული სიით მოხვდნენ. დილარ ხაბულიანის გარდა კი დანარჩენი ოთხი დეპუტატი ამ დრომდე ენმ-ს ფრაქციის წევრია.
პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი დღეს აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე გადანაწილდა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
კენჭისყრის პროცესი შეჩერდა, რადგან ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.