ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად, 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. 9 პარტიას შორის არიან ის პარტიებიც რომლებიც ამჟამად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. ბარიერი ჯამში 14-მა პარტიამ გადალახა და რომელთაგან 9 პარტიამ ცესკოს წერილობით უკვე მიმართა.
პარტიები რომლებმაც ცესკოს მიმართეს :
ქართული ოცნება;
ნაციონალური მოძრაობა და მასთან ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);
ევროპული საქართველო;
სტრატეგია აღმაშენებელი;
კანონი და სამართალი.
დაფინანსებაზე უარს ამბობენ პარტიები :
გირჩი
ლეიბორისტული პარტია
ლელო
მოქალაქეები
პატრიოტთა ალიანსი