რომელ შეხვედრაზეა საუბარი, რაღაცნაირად არ მოხდეს, პროცესზე გადავიკვეთოთ, საშინელებას დავატრიალებთო – ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის მოთხოვნაზე

გიორგი შაქარაშვილის დედაც და მამაც მესაუბრა, ასე მითხრეს, გააფრთხილე, სადმე შემთხვევით არ გადაგვეყაროს, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მოთხოვნას, რომ მას გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა შეხვედროდა.

როგორც ნიკოლაძე განმარტავს, თუკი, ბრალდებული არასრულწლოვნის მამას რამე სათქმელი აქვს, მისი ადვოკატი დაუკავშირდეს და ამ ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი.

„მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი შვილი ჰყავდათ წინ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მოვიდა, ოჯახს არ უკადრია, მათი პირიდან არ გამოსულა ერთი სიტყვა, რომ ვიღაც არის მკვლელი და ვიღაც არის დამნაშავე. მაშინ რაღაც ნაწილი საზოგადოების ამაზე მლანძღავდა, როგორ არ ვიძახდი, რომ ვიღაც იყო მკვლელი. ახლა მოვიდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მკვლელობა სახეზეა და იქ მონაწილე ბოლო პირები ესენი არიან, ახლა თურმე, რატომ ვიძახი ვიღაცაზე, რომ მათ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩამოყალიბდნენ რა უნდა ვთქვათ, გვითხრან და მერე შეიძლება, დავიჯეროთ.

გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო. უბრალოდ, რაღაცნაირად არ მოხდეს, რომ პროცესზე, ან სადმე გადავეკვეთოთ, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, რომ გიორგი გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, არასრულწლოვნის მამამ. თამაზ ხომასურიძემ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა სურდა. მისივე განმარტებით, ფეხბურთელის დედისთვის სათქმელი აქვს. ხომასურიძე აცხადებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

ყველას შეიძლება სისხლი ჩაექცეს ტვინში, ინფარქტი დაემართოს, ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია –...

"ყველა ადამიანს, ნებისმიერს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცბად. ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს...

ოთარ ფარცხალაძე სუს-ში იმყოფებოდა

აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ,...

მინისტრის ცრუ ჩვენებაა, მოგიწევთ დამოუკიდებელ სასამართლოში საუბარი – ბოკუჩავა

"უნდა ვაღიარო, დიდი მოლოდინი თქვენი პასუხით სარწმუნო ინფორმაციის მიღების არ მქონდა, მაგრამ ამდენ ტყუილსაც...

კიევსა და ვარშავას შორის დაძაბულობა იმატებს, სამწუხაროდ ორივე ქალაქი რუსოფობიურია – პესკოვი

"ვხედავთ რომ კიევსა და ვარშავას შორის გარკვეული დაძაბულობაა, ჩვენი პროგნოზით ეს დაძაბულობა გაიზრდება. სამწუხაროდ ორივე...

ფრანგულმა კომპანიამ პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდოს – გომელაური

"რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ...კიდევ...

“ყველას ავირჩევდით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი” – მდინარაძე სებ-ის კანდიდატებზე

"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, გულწრფელად გეუბნებით,...

ვწუხვართ – დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია – ო’ბრაიენი

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა ეფესბესთან ,...

ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და კორუფციისთვის ემზადებით – სამადაშვილი

„საზოგადოებას რომ ესმოდეს, რეალურად, რა მოხდა ანაკლიის პორტთან მიმართებით - მაშინ, როდესაც ეს მართლაც...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...