“როცა ქართული ოცნება, ეს არ ვიცი 2024 იქნება, 2028, თუ როცა იქნება, სულ ხელისუფლებაში ხომ ვერ ვიქნებით, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია. მაგრამ, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა “ნაცმოძრაობა” არის მეორეადგილოსანი. თუ ახალი ძალები წამოვლენ წინ, ამ შემთხვევაში კოალიციაზე რომ ვსაუბრობთ და ბევრ რაღაცაზე, ადვილია საუბარი. მაგრამ, როდესაც შენ წარსულის უმძიმესი ცოდვების გარდა დღევანდელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალა გყავს მთავარი ოპონენტი, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება – არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანამ წააგოს „ნაცმოძრაობასთან“ რომელიმე რაიონში”

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.