როცა პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს – ბაიდენი

როცა პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს  – ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა,  ABC News-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის წინააღმდეგია.

“თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს? არ ვხუმრობ, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. მე გეგმაში ვერაფერი დავინახე ისეთი, რომ რუსეთის გარდა ვინმესთვის ხელსაყრელი იყოს”. – ამობობს ჯო ბაიდენი.