“როცა 2008 წელს მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით” – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. კულებას თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია.
“საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა – მოსკოვი ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს ერთმანეთის მიყოლებით. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ “საკუთარი სიმართლე”. მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი “იალტის” კონფერენციის ჩატარება ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით”, – განაცხადა კულებამ.
კულებამ აღნიშნა, რომ დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული.
“რუსეთი ყოველ ჯერზე მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთს ეპარებოდა ეჭვი. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით”, – აღნიშნა კულებამ.