“ჩვენ ხომ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს სურვილი მოხდეს ევროინტეგრაცია. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის”,
აცხადებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშზე ამბობს, რომ სანქციებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუერთდნენ.