“მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელის, გიორგი რურუას აზრით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს.
“ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს ყველა დეპუტატი, მისაღებია უმნიშვნელოვანესი ცვლილელები, მათ შორის საკონსტიტუციო, რასაც სრულყოფილი წარმომადგენლობა სჭირდება პარლამენტში. დრო ახლა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მუშაობს. დროა ენმ-მა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს”, – წერს გიორგი რურუა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას პარტია ერთ კვირაში მიიღებს.