რუსების გაშვებული 16 დრონიდან 10 გავანადგურეთ – უკრაინა

უკრაინის საჰაერო ძალების  ინფორმაციით, 9 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ 10 გაანადგურა.

“საბრძოლო სამუშაოების შედეგად განადგურდა Shahed-ის ტიპის 10 დრონი ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმისა და კურსკის ოლქის ტერიტორიებიდან გაუშვეს.