რუსები გარდაცვლილი ოკუპანტების ცხედრებს ხერსონის ნაგავსაყრელზე წვავდნენ- The Guardian

ხერსონის ოკუპაციის დროს რუსებმა მათივე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ადგილობრივ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, რის შემდეგაც ისინი დაწვეს.

The Guardian-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ არაერთხელ უნახავთ, როგორ მიჰქონდათ რუსებს ნაგავსაყრელზე  შავი ჩანთები, რომლებსაც შემდეგ ნაგავში ყრიდნენ ან  წვავდნენ. პარალელურად ჰაერში დამწვარი ხორცის სუნი იგრძნობოდა.

გამოცემა წერს, რომ რუსებმა დაღუპული დამპყრობლების ცხედრები ნაგავსაყრელის ყველაზე შორეულ მხარეს გადაყარეს. ახლა იქ არავის უშვებენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნაგავსაყრელის შესასვლელთან საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო და ადგილობრივ მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ჟურნალისტები იმ სახლის მცხოვრებლებს გაესაუბრნენ, საიდანაც ნაგავსაყრელი ჩანს და გაიგეს, რომ ცხედრების დაწვისას კვამლის დიდი ღრუბელი ამოვიდა.

“დამწვარი თმის სუნი დგა, და, იცით, როგორი, სტომატოლოგთან,  კბილს რომ ბურღავენ დაპლომბვამდე.  და კვამლი ისეთი სქელი იყო, რომ მეზობელ კორპუსს ვეღარ ვხედავდით”, – ამბობს უბნის ერთ-ერთი მცხოვრები.