რუსებმა დაბობომბეს მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელშიც ხალხი იმალებოდა

რუსმა ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლის დრამატულ თეატრში, სადაც ასობით ადამიანს თავს აფარებდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური იტყობინება.

„დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის გულში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაბომბვის შემდეგ დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, შენობაში მდებარე  თავშესაფრის შესასვლელი კი ნანგრევებით გადაიკეტა.