რუსებმა ხარკოვში კორპუსი დაბომბეს – დაიღუპა 2 ბავშვი და 2 ქალი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ამ ღამით რუსეთმა ხარკოვის რაიონში, სოფელი სლობოჟანსკე დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, 2 ქალი და 2 ბავშვი. 5 წლის გოგონამ, რომელიც ამავე სახლში იმყოფებოდა, გადარჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, ხარკოვში მაშველები და მოხალისეები მუშაობდნენ დანგრეული საცხოვრებელი და საოფისე შენობების ნანგრევებისგან გასასუფთავებლად.