ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, აგრესორი ქვეყნის ინდუსტრია ვერ აწარმოებს საკმარის რეზინს სამხედრო მანქანების გაცვეთილი საბურავების შესაცვლელად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზისთვის საბრძოლო მოქმედებებისას.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უხარისხო და ამავე დროს, შეზღუდული რაოდენობის საბურავები შეზღუდავს რუსების მობილურობას ფრონტზე შემოდგომაზე და ზამთარში.
„საბურავების გაზრდილი ცვეთა გაართულებს ბორბლიანი მანქანების გადაადგილებას ტალახიან, წვიმიან და ყინულოვან პირობებში“, – აცხადებენ ისინი.