“ერთი რამ, რასაც რუსეთთან და ჩინეთთან ვცდილობთ, ბირთვული განიარაღებაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი რამაა, რაც პრეზიდენტ პუტინთან იმ დღეს განვიხილე – მხოლოდ ეს არ ყოფილა, სხვა რაღაცებიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, ბირთვული განიარაღება ძალიან დიდი მიზანია, თუმცა რუსეთი ამის გასაკეთებლად მზად არის და ვფიქრობ, რომ ჩინეთი ასევე მზად იქნება. ვერ დავუშვებთ, რომ ბირთვული იარაღი გავრცელდეს. ბირთვული შეიარაღება უნდა შევაჩეროთ, ზედმეტად დიდი ძალაა”
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯაე მიუნგთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.