“რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს”- ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მინისტერიალის ფარგლებში, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ნატო გააგრძელებს ადაპტირებას. ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმი ყველა ფორმით და გამოვლინებით ყველა ჩვენგანისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება. მკაცრი და ავტორიტარული ძალები და არასახელმწიფოებრივი აქტორები გამოწვევას წარმოადგენენ კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეებით თუ ახალი ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებით“,
”კოვიდ-19-ის პანდემია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მუდმივად განვითარებადი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვისა და ოპერატიული ეფექტურობის უზრუნველყოფას ამ კრიზისის განმავლობაში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც ამ პანდემიას ებრძვის ყველა ჩვენს წევრ ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.