რუსეთის მიერ გაშვებული 17 “შაჰიდიდან” 17 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 17 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 17 და 14 რაკეტიდან 7 ჩამოაგდეს.  დრონები ჩამოაგდეს ხმელნიცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ოდესის, ზაპორიჟიეს, დნიპროპეტროვსკის და კიროვოგრადის რეგიონებში.

თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.