რუსეთის პორტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ყველა მიმავალ გემს, სამხედრო ტვირთის გადამზიდად განვიხილავთ! – უკრაინა რუსეთს პასუხობს 

”2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან,  რუსეთის პორტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ყველა მიმავალ გემს, სამხედრო ტვირთის გადამზიდად განვიხილავთ!” – ასე პასუხობს, რუსეთის მუქარას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს და ახსენებს რუსეთს “კრეისერ მოსკვას” ინციდენტს: კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად”.

“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩათვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდად.

გარდა ამისა, 2023 წლის 20 ივლისის 05:00 საათიდან, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის რაიონებში გადაზიდვა აკრძალულია. მეზღვაურებისთვის შესაბამისი სანავიგაციო ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა, ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია : ”20 ივლისის 00:00 საათიდან, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად”.