რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკრაინული დრონების წინააღმდეგ არაეფექტურია – ISW

ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) აყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა არაეფექტურია უკრაინული დრონების წინააღმდეგ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის არაეფექტურობას  მოწმობს “უკრაინის განმეორებითი დარტყმები ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ზურგში”.

29 დეკემბერს სარატოვის რეგიონში, ენგელსის სამხედრო აეროდრომზე მორიგი თავდასხმა მოხდა. სამი დღით ადრე, იმავე სამხედრო ობიექტი დაიბომბა უკრაინელების მიერ.