რუსეთის ულტიმატუმი: მარიუპოლს დანებებისთვის რამდენიმე საათი მისცეს

რუსეთმა უკრაინას 21 მარტის დილამდე მარიუპოლის ჩაბარებისთვის რამდენიმე საათი მისცა.  რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა და რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, მიხაილ მიზინცევმა, თავის კოლეგებს მის ულტიმატუმზე პასუხის გასაცემად ვადა მოსკოვის დროით დილის 5 საათამდე [ჩვენი დროით 06:00-მდე], მისცა.

რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა განაცხადა : „თავდაცვის სამინისტროს სურს მიიღოს წერილობითი პასუხი კიევისგან დილის 5 საათამდე ქალაქის  ჩაბარების მოთხოვნაზე”.

მიზინცევი მარიუპოლში უკრაინელებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს და აცხადებს: ქალაქში “საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფაა, ხოლო ვინც იარაღს დაყრის ქალაქიდან უსაფრთხოდ გავა”.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კიევი, მოსკოვი კი აცხადებს, რომ უკრაინის არმია მშვიდობიან მოსახლეობას “ფარად” იყენებს, ხოლო რუსები “მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან”. რეალურად კი რუსეთმა მარიოპოლი ინტენსიურად  დაბომბა, რის გამოც, ქალაქის მაცხოვრებლებმა ტერიტორიის დატოვება ვეღარ შეძლეს. ახლა მარიუპოლი ოკუპანტების მიერ ალყაშია მოქცეული და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დერეფანს არ უხსნიან.

მარიუპოლის  ინფრასტრუქტურის 80% ან სრულად განადგურებულია ან დაზიანებულია.

განახლება: კიევმა მოსკოვს ოფიციალურად უპასუხა, რომ მარიუპოლი დანებებას არ აპირებს და ქალაქი უკანასკნელ ჯარისკაცამდე იბრძოლებს.