“რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის…ის, რაც მოხდა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები,”

განაცხადა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.