რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმას მეთაური სოკოლოვი ემსხვერპლა – უკრაინა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურის (ССО) ინფორმაციით 22 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი მოკვდა.

უწყება ამბობს, რომ ჯამში ლიკვიდირებულია 34 ოფიცერი, 100-ზე მეტი ოკუპანტი სამხედრო კი დაშავდა.

ადგილზე მყოფების მიერ გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შტაბს, სულ მცირე, ორი რაკეტა მოხვდა.

23 სექტემბერს უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის იყვნენ რუსი გენერალ-პოლკოვნიკი რომანჩუკი და შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ცეკოვი.