“რუსეთი აგრესორია. უკრაინელ ხალხს თავს ესხმის. ჩვენ სწორედ მოვიქეცით, როცა 3 წლის წინ უკრაინას დავეხმარეთ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დავაწესეთ და ასეც ვაგრძელებთ. ჩვენ ამერიკელები, ევროპელები, კანადელები, იაპონია და ბევრი სხვა. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება და ამას აგრძელებს. ასევე დიდი პატივისცემა მათ, ვინც იბრძვის თავიდანვე. რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი ღირსებისთვის, შვილებისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის”.
ასე ეხმაურება,საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამართულ მწვავე კამათს.