რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩიტების საშუალებით უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე ინფექციების შეტანა იგეგმებოდა

რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩიტების საშუალებით უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე ინფექციების შეტანა იგეგმებოდა

რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ უკრაინაში ქიმიური ლაბორატორიები იპოვნეს. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინა ამ ქიმიური ლაბორატორიებიდან ინფექციების შეტანას გეგმავდა, თანაც ჩიტების საშუალებით.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ჯარების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ აშშ–ს მონაწილეობით შექმნა ლაბორატორიები გადამფრენი ფრინველების და ღამურების მიერ საშიში ინფექციების და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების შესასწავლად.

უკრაინის და ამერიკის ხელისუფლებებმა რამენაირი ლაბორატორიის არსებობა უარყვეს, თუმცა ომის ვითარებიდან გამომდინარე მედია უფრო დეტალური კომენტარების და ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებს.