კვირა, 22 სექტემბერი , 2024, 09:22

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბაიდენმა უკრაინული მხარისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბი გააფართოვა, მოსკოვიდან აშშ-ს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაეგზავნა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს აფრთხილებს, შეწყვიტონ უკრაინისთვის, “ყველაზე მგრძნობიარე” იარაღის სისტემების მიწოდება, რადგან ეს “ცეცხლზე ნავთს ასხამს”, რამაც შესაძლოა “არაპროგნოზირებადი შედეგები” გამოიწვიოს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსების დიპლომატიური ნოტის შინაარსის განხილვას ან კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

“რასაც რუსები პირადად გვეუბნებიან, ზუსტად ის არის რასაც ჩვენ ვეუბნებოდით მთელს მსოფლიოს – რომ უზარმაზარი დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, საკმაოფ ეფექტურია.” – თქვა The Washington Post-თან ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას გამოცემა არ არ ასაჯაროებს.