რუსეთი დეფოლტის წინაშე – დღესვე თუ 30 დღის შემდეგ

დღეს, 16 მარტს, რუსეთმა 117 მილიონი დოლარი ობლიგაციებისთვის უნდა გადაიხადოს – ეს არის საგარეო ვალის პირველი მომსახურება მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. რუსეთმა აშშ არჩევანის წინაშე დააყენა – ან ბლოკადა მოუხსნას სანქციებში მოყოლილ სავალუტო ანგარიშებს, ან ანაზღაურება რუბლებში მიიღოს, რაც დეფოლტის პროვოიცირებას გამოიწვევს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუსეთზე არ არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ვალდებულების ვალუტით დაფარვას, ფული აქვთ, საგადასახადო დავალება გასცეს, თუმცა ახლა ბურთი უკვე ამერიკის ხელისუფლების მოედანზეა.

ანტონ სილუანოვი აზუსტებს, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლება აშშ–სგან პასუხს ელოდება, შეძლებენ თუ არა ისინი სავალუტო ანგარიშებიდან სახელმწიფო ვალის დაფარვას.
აშშ-მ და ევროკავშირმა რუსული რეზერვების ნაწილი გაყინეს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ეს არის 300 მილიარდი დოლარი, 640 მილიარდიანი ოქროს და სავალუტო რეზერვებიდან. ამის შემდეგ ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკი აცხადებდა, რომ რუსეთი სახელმწიფო ვალს რუბლებში გადაიხდის.

რეიტინგული სააგენტოები აცხადებენ, რომ ასეთი გადახდები რუსეთის დეფოლტს ნიშნავს.
ამავე დროს, აშშ–ს შეუძლია აკრძალვა ძალაში დატოვოს, მაგრამ ფინანსური სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვას ცალკეული ოპერაციებისთვის, მაგალითად კუპონის გადასახდელად.

როგორც წესი, ასეთ გამონაკლისს მოთხოვნის საფუძველზე უშვებენ, მაგალითად ჰუმანიტარული ტვირთების ან ისეთი გარიგებების ასანაზღაურებლად, რომელთა დაბლოკვა აშშ–ის ინტერესებს აზიანებს.

თუ რუსული ევრობონდების მფლობელთა უმრავლესობა – დასავლური ბანკები და ფონდები არიან, აშშ–ს ხელს არაფერი უშლის გამონაკლისი დაუშვას, რადგან სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის სამხედრო მანქანის დაზიანებაა და არა დასავლეთის. ამასთან, რუსული ევრობონდების მთელი მოცულობა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია, გაყინული რეზერვები კი 300 მილიარდი. ამჟამინდელი კუპონი კი 117 მილიონი დოლარია.

რუსეთის ფინანნსთა მინისტრმა, განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია, განხორციელდა თუ არა გადახდა. მისი თქმით, ბანკი, რომელშიც ანგარიშია განთავსებული ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოსთან. სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი სანქციების შემოღებასა და შესრულებაზე.

ანტონ სილუანოვი ჯერ კიდევ სამშაბათს, 15 მარტს აცხადებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება საგადასახადო დავალებას რუბლებში მოამზადებდა იმ შემთხვევაში, თუ დოლარში გადახდას ვერ შეძლებდნენ.

ფაქტობრივად  რუსეთის ხელისუფლებამ აშშ არჩევანის წინაშე დააყენა: მათ შეუძლიათ სავალუტო ანგარიშები განბლოკონ, ან ის ვალდებულებებს რუბლებში გადაიხდის, რაც მისი დეფოლტის პროვოცირებას მოახდენს.

ფიჩის და მუდის სარეიტინგოო სააგენტოებმა რუსეთის რეიტინგი უკვე დეფოლტის წინა მდგომარეობამდე დაწია. მათი აზრით, რუსეთმა სანქციების გამო შეიძლება უარი თქვას ვალდებულებების დაფარვაზე.

ფიჩმა გაავრცელა განმარტება, რომლის მიხედვით ვალების გადახდა რუბლებში მოხდება, რაც დეფოლტს ნიშნავს, თუმცა ის არა ამ ოთხშაბათს, არამედ 30 დღეში მოხდება. ეს პერიოდი მოვალეს იმისთვის ეძლევა, რომ ვალდებულების შესრულება მოახერხოს. სააგენტო ჯერ კიდევ მარტის დააწყისში აცხადებდა, რომ რუსეთმა დეფოლტის პროცესი დაიწყო.

რუსეთმა დეფოლტი 1998 წელს გადაიტანა. მაშინ ეს რუბლის დევალვაციით და ფასების მკვეთრი ზრდით იყო გამოწვეული. ამჯერად ეფექტი სავარაუდოდ ასეთი მაშტაბური არ იქნება. რუსეთმა უკვე გადაიტანა რუბლის დევალვაცია, რაც უკრაინაში შეჭრას და სანქციებს, ასევე უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან წასვლას მოჰყვა. პირველ კვირას ფასები 2.2%–ით გაიზარდა. თუმცა, დეფოლტმა შეიძლება უცხოელ ინვესტორებს დაარტყას, რომლებმაც ვერ მოასწრეს რუსული აქტივებისგან გათავისუფლება.