რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირობა დადო, რომ ააშენებს იარაღის უფრო დიდ არსენალს, გააძლიერებს საავიაციო ტექნოლოგიასб გააუმჯობესებს დრონების წარმოებასб უკრაინის ბრძოლის ველზე დამცირების სერიის შემდეგ.
Reuters-ის ცნობით, სერგეი შოიგუმ უმაღლეს გენერლებს განუცხადა, რომ არმიის განახლებისთვის მათ მოუწევთ გაითვალისწინონ სამოქალაქო ომის გამოცდილება სირიაში, სადაც რუსეთი ჩაერია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს და უკრაინა.
„ჩვენ მუდმივად უნდა გავაანალიზოთ და სისტემატიზაცია მოვახდინოთ ჩვენი ჯგუფების გამოცდილეება უკრაინისა და სირიის მაგალითზე. ამის საფუძველზე შევადგინოთ პერსონალის სასწავლო პროგრამები და სამხედრო ტექნიკის მიწოდების გეგმები“, – განაცხადა შოიგუმ.
შოიგუს თქმით, რუსეთი გააგრძელებს ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების ბირთვული ტრიადის განვითარებას, რადგან ასეთი იარაღი “მისი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა”.
რაც შეეხება ჩვეულებრივ იარაღს, შოიგუმ საოცრად გულწრფელი ანალიზი გასცა იმის შესახებ, თუ რისი გაუმჯობესება სჭირდება რუსეთს. მისი თქმით, რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს საჰაერო ძალებზე, გააძლიერებს თავდასხმის შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ხელმძღვანელობას, კომუნიკაციებს და წვრთნას.
„რუსეთი გაზრდის საჰაერო კოსმოსური ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს – როგორც მებრძოლების და ბომბდამშენების მოქმედების თვალსაზრისით თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების რაიონებში, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენი უახლოესი გეგმებია არსენალის გაფართოება. თანამედროვე დამრტყმელი იარაღის. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემა“, – განაცხადა შოიგუმ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჯარისკაცების გაწვევაზე პასუხისმგებელი სამხედრო კომისარიატების მოდერნიზაციაა საჭირო.